Home » მსოფლიო » თურქეთი და აზერბიაჯანი მილიარდი ევროს მოცულობის სვოპ ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან

თურქეთი და აზერბიაჯანი მილიარდი ევროს მოცულობის სვოპ ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან

აზერბაიჯანი და თურქეთი ახლოს არიან სავალუტო სვოპ გარიგების 1 მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებასთან. ამის შესახებ Middle East Eye თურქეთის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, ასეთი შეთანხმება ანკარას დაეხმარება გაზარდოს თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები და გახდება ერთ-ერთი სვოპ გარიგება, რომელიც ქვეყანამ ახლახან დადო რამდენიმე ქვეყანასთან.

„გარიგება თითქმის დასრულებულია. რჩება მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, რაც დროს მოითხოვს“, – განაცხადა თურქეთის მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან თურქეთმა ხელი მოაწერა 4,7 მილიარდი დოლარის სვოპის ხელშეკრულებას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ქვეყანაში სავალუტო კრიზისის ფონზე.

სვოპის ხელშეკრულება გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით, შემოსავლების მაქსიმიზაციის ან დანახარჯების მინიმიზაციის მოტივით. სვოპებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: აქტივების სვოპი, საბაზისო სვოპი, აქციების სვოპი, კრედიტის დეფოლტის სვოპი, სავალუტო სვოპი, ვალების სვოპი და სხვა.

სავალუტო სვოპის გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის ვალუტის კონვერტაციის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვის შესრულებაზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე. სავალუტო სვოპის გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის, არის სავალდებულო.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო სვოპს?

  • კომპანიები რომლებსაც აქვთ ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, ხოლო ანგარიშსწორება პარტნიორთან ან ბიუჯეტთან უნდა მოახდინონ ეროვნულ ვალუტაში, ამავდროულად ძირითადი თანხის შენახვა უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ;
  • სურთ დროებით გაცვალონ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფულადი სახსრები კონტრვალუტაზე (ეროვნულ ვალუტაზე) დღეს მოქმედი მიმდინარე საბაზრო კურსით და მომავალში დაიბრუნონ უცხოურ ვალუტაში ფულადი სახსრები დაფიქსირებული კურსით.

სანდრო პირველი

Share