Home » საზოგადოება » “თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით”
"თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით"

“თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით”

სათხოვარი მექნება – თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას.

“ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც უნდა ვუმატოთ და ვუმატოთ თანამშრომლები და იარონ, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მაგალითად, გუშინდელი შემთხვევა, „ფრესკოში“, რომელმაც დაგვაინტერესა და ვნახეთ – არ დადასტურდა. არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე განმარტებით, შრომის ინსპექციის მანდატია ტრეფიკინგისგან დაცვა და შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი.

„ყველაფერს აქვს თავისი დადგენილი წესი. ეს არის შრომითი დავების მედიაციის სამსახური. ასე რომ, სათხოვარი მექნება – თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, ამისთვის მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით. ანონიმური ზარების გამო, შრომის ინსპექციამ ან შრომის დავის მედიატორმა დაიწყოს ობიექტ-ობიექტ სიარული, წარმოუდგენელია.

 
შრომითი დავების მედიაციაც და შრომის ინსპექციაც არის თავისი ფუნქციის მატარებელი ორგანო, მაგრამ ისინი არ ჩაანაცვლებენ სასამართლოს. თუ ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო თუ არის კოლექტიური შრმითი დავა, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს.

რაც შეეხება „ბიბლუსის“ შემთხვევას, ეს არ მიეკუთვნება კოლექტიური შრომითი დავების კატეგორიას, ეს არის ინდივიდუალური შრომითი დავა, რომელსაც აქვს თავისი პროცესი და მათ უნდა მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

Share