Home » საზოგადოება » „თუ ვირუსის პრევენციის წესებს არ დავიცავთ, შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიისთვის მტკივნეული იქნება“

„თუ ვირუსის პრევენციის წესებს არ დავიცავთ, შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიისთვის მტკივნეული იქნება“

„აჭარაში არავითარი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდმდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოსახლეობამ, დამსვენებლებმა, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომლებიც პირველ რიგში გვეხმარება ვირუსის პრევენციისთვის“, – ეს განცხადება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა..

მისი თქმით, მეორეს მხრივ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეხმარება რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ტიპის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც პირველ რიგში მტკივნეული იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო უკუკავშირი არაერთი კურორტიდან და რეგიონიდან, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად, ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის განცხადებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიამ ობიექტებზე უნდა განახორციელოს თანამშრომლების ტესტირება კორონავირუსზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ „მწვანე ქვეყნის “ სტატუსი არ დაკარგოს.

Share