Home » საზოგადოება » თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე კვლავ უარს განაგრძობს ისინი დააზიანებენ, როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც – ანდრიუს კუბილიუსი

თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე კვლავ უარს განაგრძობს ისინი დააზიანებენ, როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე კვლავ უარს განაგრძობს ისინი დააზიანებენ, როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც.

“ვფიქრობ ოპოზიცია შეთანხმებაზე უარის თქმას ისევ თუ გააგრძელებს ეს სერიოზულად დააზიანებს,  როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც, რომელიც ახლა წინსვლას ძალიან საჭიროებს”, – ამბობს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი მოხარულია, რომ ქართული ოცნება დაეთანხმა დანიელსონის შეთავაზებას, რომელიც მხარდაჭერილი იყო ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრების მხრიდან.

“მე ძალიან ვწუხვარ რომ დანიელსონის მედიაციის მეორე მისიამ ორივე მხარის მხრიდან მარცხი განიცადა, ერთმა მხარემ დაუჭირა მხარი ამ შემოთავაზებას იმედი მაქვს რომ ოპოზიცია გადახედავს ამ ახალ სიტუაციაში მიდგომას რომ მმართველი პარტია მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გზა, ამის ყურება კი ნამდვილად მტკინვეული იყო ჩვენთვის იმედი მაქვს რომ ორივე მხარე შეთანხმდება”, – ამბობს კუბილიუსი.

Share