Home » ახალი ამბები » თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ თავად ეშიანიათ საკუთარი „ბრენდის“
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ თავად ეშიანიათ საკუთარი „ბრენდის“

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ თავად ეშიანიათ საკუთარი „ბრენდის“

ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც კახი კალაძეა,  პროგრამა მინიმუმი, პირველ ტურში გამარჯვება, აუცილებლად შესრულდება, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სავარაუდო კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის წარდგენაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს  დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ  თავად ეშიანია საკუთარი „ბრენდის“.

„რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ჩვენ პროგრამა მინიმუმი, პირველ ტურში გამარჯვება, უპირობოთ იქნება შესრულებელი ყოველგვარი სირთულეების გარეშე. არა მხოლოდ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არა აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტი იყოს“, -აღნიშნა კობახიძემ.

 ტელეკომპანია ,„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო შეთავაზება, თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭი იყაროს.

Share