Home » ბიზნესი » თუ ლარი არ დასტაბილურდება, კომპანიები გაკოტრდებიან – ლაშა პაპაშვილი

თუ ლარი არ დასტაბილურდება, კომპანიები გაკოტრდებიან – ლაშა პაპაშვილი

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესმენები ქართული ეკონომიკისთვის დამღუპველ პროცესად მიიჩნევენ. როგორც ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თუ ლარი ძველ ნიშნულებს არ დაუბრუნდება, კომპანიები გაკოტრდებიან.

„მოლოდინები კარგი არ გვაქვს, რამდენადაც როდესაც ლარის გამყარების ფუნდამენტი იყო მაშინ მის გასამყარებლად არაფერი გააკეთეს. პანდემიამდელ პერიოდში უნდა ეკეთებინა ეროვნულ ბანკს ის, რასაც ახლა აკეთებს – ვგულისხმობ ინტერვენციებს. გავლენა ნაკლები იქნებოდა და ამ კრიზისსაც უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე დამღუპველი ახლა არასტაბილური ლარია.

ეს პროცესი კომპანიების გაკოტრების გამომწვევი იქნება. პრაქტიკულად, არავინ ფიქრობს მოგებაზე. გადარჩენაზე არიან კომპანიები უკვე ერთი წელია. ალბათ, ბევრი კომპანია გაკოტრდება“,- განაცხადა პაპაშვილმა.

Share