Home » ბიზნესი » „თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენს გეგმას, რაც ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე”

„თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენს გეგმას, რაც ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე”

თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს, სამუშაო დროის დასრულებამდე არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, რაც რეგულაციების მოხსნას და ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან, მუშაობას დავიწყებთ დაუმორჩილებლობაზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების გაუქმების მოთოვნით გამართულ აქციაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, რითაც ბიზნესსექტორის ერთობლივი განაცხადება გააცნო საზოგადოებას.

მისი თქმით, მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.

“გვითხრეს, რომ პირველი თებერვალი იყო ის ზღვარი, როდესაც გაიხსნებოდა ქვეყანა, ტრანსპორტი აღდგებოდა, სკოლები გაიხსნებოდა და ბიზნესი განაახლებდა მუშაობას. 1-ელ თებერვლამდე დარჩენილია 2 დღე.

პირდაპირ ვაცხადებ, ორშაბათამდე, 1-ელ თებერვალს თუ ხელისუფლება არ დადებს კონკრეტულ გეგმას, თუ მათი ბრიფინგიდან ამის შესახებ ვერ და არ მოვისმინეთ, მაშინ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი, რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა დაწესებულებები დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ყურადღებას ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ გეგმის შესახებ ვერ მივისმენთ სწორედ ორშაბათს, დაიწერება სოციალურ ქსელში ჩვენი მოქმედების შესახებ და დავიწყებთ მასობრივ დაუმორჩილებლობას, რომელიც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ”, – ალექსანდრე გიორგაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას გამართეს. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

Share