Home » მსოფლიო » „თუ დავხურავთ ყველაფერს, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად?“

„თუ დავხურავთ ყველაფერს, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად?“

„მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს.

„მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ. უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, – განაცხადა ჯანმოს  ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციას მხოლოდ ეკონომიკური ზარალის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ

„თუ დავხურავთ ყველაფერს, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად? თითოეულმა ქვეყანამ ამ კითხვას საკუთარი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს. ამ სიტუაციას მხოლოდ ეკონომიკური ზარალის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ. ასევე უნდა დავინახოთ თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ადამიანისთვის“ – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციას ამის შესახებ “გარდიანი” ავრცელებს.

Share