Home » საზოგადოება » თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში იმ პაციენტებზე ისაუბრა, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა და განმარტა, არსებობს თუ არა მათი რეინფიცირების საფრთხე.

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები – ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“, T-ლიმფოციტების.

ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ. შეიძლება, ინფექცია გადავიტანო და ეს ანტისხეულები არ მესაზღვრებოდეს ან ძალიან დაბალი მქონდეს, ვთქვათ, 2,3,4 თვეში დამეკარგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ T-ლიმფოციტური იმუნიტეტი არ მაქვს.

სხვათა შორის, ეს კაროლინსკას ინსტიტუტმა დაადგინა, სადაც ნობელის პრემიას გასცემენ მედიცინის სფეროში, შვედეთში. იმდენად მაღალია შიდასაზოგადოებრივი გავრცელება აშშ-ში, ევროპის ყველა ქვეყანაში, აუცილებლად იქნებოდა რეინფიცირებიუს ასეულობით და ასიათასობით შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები არ ფიქსირდება. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა პუბლიკაციების დონეზე აღწერილი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მხრივ, მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ გადაიტანს ადამიანი, მინიმუმ, ნახევარი წელი დაცული იქნება“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Share