Home » საზოგადოება » თსუ-ს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გადაეცემა
თსუ-ს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გადაეცემა

თსუ-ს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გადაეცემა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი საერთო საცხოვრებელი გადმოეცემა, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი საერთო საცხოვრებელი 320-ადგილიანია.

”სტუდენტებს ჰქონდათ სრულიად დასაბუთებული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო საცხოვრებელში არ არის კარგი მდგომარეობა. ჩვენ ვიზიარებთ ამ პოზიციას. ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კანცლერი. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ. გარდა ამისა, ის დაპირება, რაც მივეცით სტუდენტებს, რომ წელს გაორმაგდებოდა სტუდენტების ადგილების რაოდენობა, ფაქტობრივად შესრულებულია. უნივერსიტეტს გადმოეცემა ახალი საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის ტერიტორიაზე, უკვე გადმოცემის პროცესშია და ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ეს არის ევროპული დონის საერთო საცხოვრებელი, 320 ადგილზე. საერთოდ უნივერსიტეტს ჰქონდა 280 ადგილი დღემდე. 320 ახალი ადგილი გაჩნდება”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

Share