Home » ეკონომიკა » თხილის, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა

თხილის, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.3 ათასი ტონა თხილი, რაც 90 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უწყების ცნობით, წელს თხილის საექსპორტო ქვეყნებს 10 ახალი ბაზარი დაემატა.

ასევე, გაიზარდა საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის გატანა.

აგვისტო-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულმა ხურმამ და კარალიოკმა 7.3 ათასი ტონა შეადგინა, დაფიქსრიდა 86 პროცენტიანი ზრდა.

2019 წელს ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ორ ახალ ბაზარზე, რვა ქვეყანაში გავიდა.

Share