Home » ბიზნესი » „თიბისი“ – სტარტაპ ნაკრების, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით შეძლებენ

„თიბისი“ – სტარტაპ ნაკრების, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით შეძლებენ

სტარტაპ ნაკრების, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სტარტაპ ნაკრებიც, რომელიც მათ როგორც ფინანსურ, ისე არასაბანკო მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს.

ბიზნესისთვის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი „თიბისიმ“ ერთ ნაკრებში გააერთიანა, 5 ლარის სანაცვლოდ.

“ამ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შეძლებენ, დაიბრუნონ იმ თანხის 10 პროცენტი, რომლითაც ფეისბუქზე რეკლამას შეიძენენ. ეს ინიციატივა სტარტაპერისა და VISA-ის თანამშრომლობით ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახალი ბიზნესების მხარდაჭერაა”, – ამბობს „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი, სოფო კახიძე,

ამ მიმართულებით ქართული ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია VISA-სთვისაც, რომელიც უკვე წლებია, თიბისის პარტნიორია.

„VISA ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენი ეგიდით არაერთი პროექტი თუ კამპანია ხორციელდება. ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, მათთვის VISA-ს რესურსების, ინოვაციური პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების შეთავაზების გზით. ჩვენი და თიბისის შეთავაზება განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ანტრეპრენერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას, კერძოდ — ბიზნესის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში”, – აღნიშნავს VISA-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.

ციფრულ ეპოქაში რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური პლატფორმა სწორედ სოციალური მედიაა. ამ გზას კიდევ უფრო ეფექტურს და მომგებიანს ხდის ქეშბექის აქცია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეთავაზებაა.

„თიბისისა“ და VISA-ს თანამშრომლობა მხოლოდ სტარტაპერის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექით არ შემოიფარგლება. VISA „თიბისის“ გადახდის სისტემების ექსკლუზიური პარტნიორია და განვლილი წლების განმავლობაში ამ პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

Share