Home » ფინანსები » „თიბისი“ ლიდერია – ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია – ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია.

Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით:

  • თიბისი — 19,694,904,000 ლარი;
  • საქართველოს ბანკი — 17,982,612,000 ლარი;
  • ლიბერთი ბანკი — 2,620,170, 000 ლარი;
  • ვითიბი ბანკი — 1,864,515,000 ლარი;
  • ბაზისბანკი — 1,650,020,000 ლარი.

მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

Share