Home » ეკონომიკა » „თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. „თიბისის“ ინფორმაციით, პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 მილიონი ლარით შემცირდა.

მაშინ, როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი უფრო მნიშვნელოვანია.

პუბლიკაციის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო. 2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის დაახლოებით იმავე დონეზე დაფიქსირდა.

ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

Share