Home » ეკონომიკა » „თიბისი“ კაპიტალი: ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო

„თიბისი“ კაპიტალი: ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო

“ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი”, – ამის შესახებ „თიბისი“ კაპიტალის მიერ მთავარი ეკონომისტის განახლებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.

“წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, სადაც პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნებოდა. ამასთან, ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Share