Home » ბიზნესი » „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებლებს REDMED-ის უფასო ვიდეოკონსულტაციას სთავაზობს

„თიბისი დაზღვევა“ მომხმარებლებს REDMED-ის უფასო ვიდეოკონსულტაციას სთავაზობს

თიბისი დაზღვევა ცხოვრების გასამარტივებლად თავის მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. „თიბისის“ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, REDMED-ის პედიატრიულ კლინიკაში ექიმის ვიდეოკონსულტაციით უფასოდ ისარგებლონ.

პედიატრის ვიდეოკონსულტაცია ხელმისაწვდომია კვირის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

„კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში, ექიმთან განმეორებით დაკავშირება თანხის დამატების გარეშეა შესაძლებელი.

ისარგებლე პედიატრიული სერვისით, თუ:

  • გჭირდება ექიმის რჩევა;
  • გაქვს კითხვა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  • გჭირდება კვალიფიციური ექიმის რჩევა ახალშობილის მოვლის შესახებ;
  • გსურს შეაფასო და გააუმჯობესო ბავშვის კვება;
  • გსურს ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება;
  • გჭირდება სახლიდან გაუსვლელად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაესაუბრო ექიმს;
  • ეძებ სანდო სპეციალისტს და უპირატესობას ანიჭებ მომხმარებლების შეფასებების გამჭვირვალობას.

სასურველ პედიატრთან ვიდეოკონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია REDMED-ის აპლიკაციისა და ვებგვერდის საშუალებით.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ REDMED-ის მომსახურებით, გადმოწერე აპი: https://bit.ly/3roeZo2 “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share