Home » ბიზნესი » თიბისი ბანკის MSCI ESG რეიტინგი A-დან AA-მდე გაიზარდა

თიბისი ბანკის MSCI ESG რეიტინგი A-დან AA-მდე გაიზარდა

MSCI ESG-მა თიბისი ბანკს რეიტინგი A დან AA-მდე გაუზარდა.

თიბისი ბანკის ჯგუფი აცხადებს, რომ 2021 წლის აპრილში MSCI ESG შეფასების “AA” ნიშანი მიიღო, წინა რეიტინგში 2019 წლის რეიტინგში კი “A” ქონდა.

MSCI ESG ადგენს რეიტინგებს გლობალურ საზოგადოებრივ და რამდენიმე კერძო კომპანიებზე.

MSCI ESG რეიტინგი მიზნად ისახავს კომპანიის მდგრადობის შეფასებას გრძელვადიანი, ინდუსტრიული მასალების გარემოზე, სოციალურ და მმართველობით (ESG) რისკებზე (AAA -ლიდერი, ხოლო CCC ჩამორჩენის მაჩვენებელია).

”მოხარული ვარ, რომ ჩვენი ESG ძალისხმევა აღიარებულია და ეს აისახა განახლებულ ESG რეიტინგში და მოვხვდით ESG რისკების და შესაძლებლობების მართვის ლიდერების კატეგორიაში”, – ამბობს ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Share