Home » ფინანსები » თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

კომპანიამ, 2012 და 2016 წლებში თეთრიწყაროში წყალმომარაგების პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაროცხიელა. გამრიცხველიანდა მთლიანი მოსახლოების 75 %.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ქალაქში წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად მოსახლოებას ამ პერიოდში წყალი გრაფიკით მიეწოდება. თეთრიწყაროში არსებული რეზერვუარები 1980-იან წლებშია აგებული და რეაბილიტაციას საჭიროებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს, არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 32 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად თეთრიწყაროში მცხოვრები 2 200 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

Share