Home » ეკონომიკა » თერჯოლაში ფეროშენადნობების ახალი საწარმო აშენდება – დასაქმდება 100 ადამიანი

თერჯოლაში ფეროშენადნობების ახალი საწარმო აშენდება – დასაქმდება 100 ადამიანი

100 ადამიანის დასაქმება იგეგმება ფეროშენადნობების ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში აშენდება.

ამისთვის კომპანია „მანგანეზ ინდასტრისს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. სანაცვლოდ კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1,7 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას.

Share