Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია – საქართველოში დამზადებული ბურგერის პურები ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა

თემურ ჭყონია – საქართველოში დამზადებული ბურგერის პურები ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა

მარტიდან McDonald’s-ის ქსელში საქართველოში დამზადებული პური გამოჩნდება.

ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადგილზე რამდენიმე ტექნიკური სამუშაო დარჩა დასასრულებელი.

„ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესმენი თემურ ჭყონია განმარტავს, რომ ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ ევრომდეა, ბურგერის პურები კი ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა.

„ალბათ, თებერვალში, მაქსიმუმ მარტის ბოლოს დავამთავრებთ პურის გრანდიოზულ ქარხანას McDonald’s-ისთვის და ბურგერის აბსოლუტურად განსხვავებული პური გამოვა. ზოგადად, რაც ევროპის McDonald’s-ში უნდა დაინერგოს ხოლმე, ჯერ აქ ნერგავენ და მერე სხვაგან. ესეც ჩვენი მიდგომების თემაა.

განსაკუთრებით ვუდგებით ამ საკითხს და ამიტომაც მოგვცეს უფლება. დაახლოებით 7 თვეა ქარხანას ვაშენებთ და უკვე ვასრულებთ. 60 მლნ ცალზე უნდა გამოვუშვათ. მოვამარაგებთ საქართველოს და ექსპორტზე გავიტანთ აზერბაიჯანში, სამხრეთ რუსეთში. იმპორტი საერთოდ აღარ იქნება. ინვესტიცია დაახლოებით 5-6 მილიონი ევროა“,- განმარტავს ბიზნესმენი.

„ბიზნესპარტნიორი“

Share