Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია: 10 წელში შესაძლოა, მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს

თემურ ჭყონია: 10 წელში შესაძლოა, მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიერ დაანონსებულ საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმას აფასებს და აცხადებს, რომ 10 წლიანი გეგმის გაწერა მანიპულაციაა.

როგორც ბიზნესმენმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მიზნები და შემდეგ, შესაძლოა, რომ მიზნების მიღწევა 10 წელზე ბევრად ადრე მოხერხდეს.

„ხუმრობით რომ ვთქვათ, 10 წელში შესაძლოა, ილონ მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. პანდემიის პირობებში, გრძელვადიან გეგმებს მსოფლიოში არც ერთი ბიზნესმენი არ ადგენს, რადგან ცვლილებებზე ხარ დამოკიდებული და ყოველდღიური, ყოველთვიური გეგმა გჭირდება. 10-წლიან გეგმას მიზანი რა აქვს, მეათე წელს რა გვინდა? აი ამ მიზანს რომ დავსახავთ, მერე შესაძლებელია ეს მიზანი 2 წელშიც განხორციელდეს. თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა. 10-წლიანი გეგმის გაწერა მანიპულაციაა. ჩვენ არ ვიცით მიზანი, რატომ ვადგენთ 10-წლიან გეგმას.

მაგალითად, თუ მიზანი გვაქვს, რომ სასამართლო რეფორმა 10 წელში განხორციელდეს, დავღუპულვართ. მანიპულაციაა, რომ რაღაცას შეჰპირდები ხალხს, ხელს ჩამოართმევ და ამით მთავრდება“,- აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე შეფასებით, მოკლევადიანი პროგრამა გაცილებით ეფექტურია და მეტი დისციპლინის ქვეშ ექცევა. ამასთან, თემურ ჭყონია აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტელექტუალური, კოალიციური მთავრობა სჭირდება.

Share