Home » ახალი ამბები » „თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.

კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG. ამავე ჩამონათვალშია გერმანული პრემიუმ ბრენდი Liebherr და ასევე თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC.

“ეს ყველაფერი დაგვეხმარება ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მერე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში,” აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა ინტერვიუში.

Share