Home » ეკონომიკა » თებერვალში ტურიზმი 86.1%-ით შემცირდა

თებერვალში ტურიზმი 86.1%-ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში საქართველოს სულ 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ეს კი 2020 წელის თებერვალთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია. გასული წლის თებერვალში საქართველოს ჯამში 386 859 ვიზიტორი ეწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ თებერვალში ტურისტული ვიზიტის 35 886 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა, 2020 წელს ქვეყანაში 247 705 ვიზიტი განხორციელდა. ომ თებერვალში ტურიზმი 86.1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ერთდღიან ვიზიტებს, თებერვალში ერთჯერადი ვიზიტის 4 647 შემთხვევა დაფისქირდა, რაც წინა წელთან შედარებით 96.4%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყველაზე მეტი 15 983 ვიზიტორი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთის შემდეგ მოდის სომხეთი, საიდანაც თებერვალში 5 785 ვიზიტორი შემოვიდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 3 950 ვიზიტორით და რუსეთი 2 925 ვიზიტორით.

Share