Home » ეკონომიკა » თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ბოლო წლებში 16 ჰიდროელექტროსადგურისთვის აქვს გაწეული კომერციული მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სეისმური საშიშროებების ანალიზი, სეისმური პროფილირება, კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა, სეისმური რისკების ანალიზი და სხვა.

გთავაზობთ იმ ჰესების ჩამონათვალს, რომელთაც თეა გოდოლაძის უწყება მოემსახურა:

  1. ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა
  2. ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური საშიშროების დეტალური ანალიზი
  3. ონის ჰესების კასკადის სეისმური პროფილირება
  4. ხობი 2 ჰესის უბანზე კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  5. ნენსკრას კაშხლის და ჰესის სამშენებლო უბანზე გეოფიზიკური კვლევა
  6. აჭარის წყალზე მშენებარე ჰესის ტერიტორიის გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  7. ვარდნილჰესის კაშხლის უბანზე სეიმური რისკის დეტალური ანალიზი
  8. სადმელი ჰესის გეოლოგიური , გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  9. ბახვის წყალზე საპროექტო ჰესის გეოდეზიური, გეოტექნიკური, გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევა
  10. ხუდონ ჰესის კაშხლის საპროექტო უბნის გეოფიზიკური კვლევა
  11. სადმელი ჰესის სამშენებლო უბანზე გეოფიზიკური, გეოლოგიური და სეისმური კვლევა
  12. ნენსკრა ჰესის სამშენებლო უბანზე დამატებითი გეოფიზიკური, გეოლოგიური და სეისმური კვლევა
  13. დოლრა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო (სეისმური და გეოფიზიკური კვლევა) მომსახურება
  14. ხელედულა-3 ჰესის გეოფიზიკური პროფილირება და გრუნტის სეისმური საფრთხის შეფასება
  15. სეისმური საშიშროების შეფასება ხრამჰესის კასკადის სამშენებლო ტერიტორიისათვის
  16. ქ. თბილისში მდ. მტკვარზე მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება, გრუნტის ლოკალური აგებულებისა და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლა გეოფიზიკური საძიებო მეთოდით.

Share