Home » ეკონომიკა » თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორებმა სეისმური უსაფრთხოების მონაცემებზე უკანონო მონოპოლია შექმნეს

თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორებმა სეისმური უსაფრთხოების მონაცემებზე უკანონო მონოპოლია შექმნეს

„ბანკები და ფინანსებმა“ გიორგი ცაგარეიშვილის ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სეისმურიმონაცემები საქართველოში არავის აქვს, ბოლო 9 წლის განმავლობაში სეისმური მონიტორინგის ცენტრის უცვლელი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორების გარდა.

2006-2007 წლებში სეისმური მონიტორინგის ცენტრის მაშინდელი დირექტორი, ზურაბ ჯავახიშვილი შეეცადა დაეხურა მეცნიერებისთვის სეისმური მონაცემები და გაესაედუმლოებინა კატალოგები, თუმცა ილიაუნის იმჟამინდელი რექტორის, გიგი თევზაძის უშუალო ჩართულობით და დაჟინებული მოთხოვნით (მან უკანონოდ მიიჩნია ამ მონაცემების დახურვა) სეისმური მონიტორინგის ცენტრი ღიად აქვეყნებდა კატალოგებსა და მონაცემებს, რომელიც ყველა სეისმური სადგურის ჩანაწერებს ეყრდნობოდა. მონაცემები მიეწოდებოდა ყველა მეცნიერს.

მეცნიერებისთვის პრობლემების შექმნა და სეისმურ მონაცემებზე სახელმწიფოს ხარჯზე მონოპოლისტობა თეა გოდოლაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა რამდენჯერმე სცადეს და ბოლო ათწლეულში კლანური იერარქიის ჩამოყალიბებით დააგვირგვინეს – 2007 წლის 27 ოქტომბერს თეა გოდოლაძისა და მისი პარტნიორების მიერ ერთობლივად შექმნილი შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის ყველა მთავარი მეწილე თანმიმდევრობით გახდა ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი.

ზურაბ ჯავახიშვილი, მიხეილ ელაშვილი და თეა გოდოლაძე 2006 წლიდან დღემდე სრულ კონტროლს ახორციელებდნენ სეისმური მონაცემების გასაჯაროებაზე, რადგან ამ მონაცემების კომერციალიზაციას საკუთარი კომპანიით ახდენდნენ და მატერიალურ სარგებელს ხელფასის ან დივიდენდის სახით იღებდენენ.

მონაცემები საერთოდ არ ქვეყნდება 3-ზე ნაკლები მაგნიტუდის მქონე მიწისძვრებზე, ხოლო 3 და 3-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების თაობაზე არასრულყოფილი და ხარვეზიანია სადგურების მცირე რაოდენობის გამო.

ბლოგის ავტორის მოკვლევით დგინდება, რომ ერთი კონკრეტული შპს-ს დამფუძნებლები, კერძო მიზნებისთვის იყენებდნენ რა სახელმწიფო აიპის ბალანსზე არსებული სეისმური სადგურების მონაცემებს, არამარტო მეცნიერებისთვის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების განმახორციელებელი მნიშვნელოვანი ინსტიტუციებისთვის, როგორიცაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საგანგებო მდგომარეობის სამსახური, ხელმიუწვდომელი გახადეს ინფორმაცია მიწისძვრებზე.

ბლოგში აღნიშნულია, რომ თავისთავად ეს კონკრეტული ფაქტი უკვე არის გარკვეული საგანგაშო ნიშნების მატარებელი, მით უფრო ბოლო პერიოდში გამჟღავნებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ სეისმური მონაცემების სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრების ჩათვლით), რაც ყველა ქვეყანაში (გარდა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთისა) ღიაა, საქართველოში გოდოლაძის კერძო კომპანიას აქვს მონოპოლიზებული და მათ გაცემაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

Share