Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძე კრემლის „რადიო სპუტნიკის“ ეთერით მსმენელებს თბილისის მეწყერზე ესაუბრა

თეა გოდოლაძე კრემლის „რადიო სპუტნიკის“ ეთერით მსმენელებს თბილისის მეწყერზე ესაუბრა

11 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადმა მედიამ – „სპუტნიკი“, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, ილიაუნის პროფესორის თეა გოდოლაძის, „რადიო სპუტნიკის“ მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია განათავსა.

კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს მულტიმედიურ ცენტრში 4 აგვისტოს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, „რადიო სპუტნიკის“ რამდენიმე მილიონიან რუსულენოვან აუდიტორიას, თეა გოდოლაძე თბილისის, ვაშლიჯვრის მეწყერის დეტალებზე ესაუბრა.

რადიო სპუტნიკის ეთერში, გოდოლაძემ უარყოფითი შეფასება მიცა მეწყერის შეჩერებისთვის მიმართულ მოქმედებებს და აღნიშნა, რომ „მეწყერის შეჩერება შეუძლებელია. ეს უკუქცევითი პროცესი არ არის. ეს გორა საუკუნეების განმავლობაში მიდრეკილი იყო მეწყერული მასების წარმოქმნისთვის და ამიტომ მისი ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ეს დანაშაულია, რომელსაც გამართლება არ აქვს.“

რადიო სპუტნიკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ილიაუნის პროფესორმა ასევე დასძინა, რომ თბილისი სეისმოლოგიურად აქტიურ ზონაშია განლაგებული და ქაოტურად მიმდინარე განაშენიანება ადრე თუ გვიან კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

თეა გოდოლაძის ინტერვიუ „რადიო სპუტნიკში“, რომლის ბეჭდვითი და აუდიო ვერსიაც „სპუტნიკის“ საიტზეა წარმოდგენილი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის მკითხველებში.

აღსანიშნავია, რომ კრემლის მედია საშუალება „სპუტნიკის“ მულტიმედიურ ცენტრში მისი დაარსების დღიდან, პრესკონფერენცია თეა გოდოლაძის გარდა, ილიაუნის არცერთ პროფესორს და სამოქალაქო აქტივისტს არ ჩაუტარებია.

თეა გოდოლაძისა და სპუტნიკის ურთიერთობა 2011 წლიდან იწყება. 6 წლიანი პაუზის  შემდეგ, თანამშრომლობა 2017 წელს განახლდა და ამჟამად აქტიურ ფაზაშია.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმასპუტნიკისყველა გვერდს საკუთარ სოციალურ ქსელში სპეციალური ნიშანი მიანიჭა, რომლის მიხედვითაც დააფიქსირა, რომ ეს გვერდები რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედია საშუალებებს წარმოადგენს.

2017 წლის იანვარში აშშის დაზვერვამ დაასკვნა, რომ კრემლი RT-სა და სპუტნიკს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. 2017 წლის 26 ოქტომბერს Twitter-მა Russia Today (RT)-სა და Sputnik-ის კუთვნილი ანგარიშებიდან რეკლამის განთავსება აკრძალა. ტვიტერმა გადაწყვეტილება აშშის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე აშშ დაზვერვის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

Share