Home » საზოგადოება » თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ცენტრმა 14 ახალი სადგურის აპარატურა მიიღო აშშ-დან. იქვე გოდოლაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებები აქვს და შემდგომში თავად მისი პროექტის პარტნიორები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მართონ ეს ქსელი.

თეა გოდოლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ;

„მოკლედ, ეს არის 14 ახალი სეისმური სადგურის აპარატურა, რომელიც აშშ-მა შეგვიძინა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სეისმური ქსელის განვითარების ფარგლებში.

ახლახან გამოვიტანეთ საბაჟოდან.

წელს, თუ მოვასწარით 14 ივე სადგურს დავაინტსალებთ და ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, თანამედროვე სეისმური ქსელი.

ჰოდა, ჩვენ და ჩვენი პროექტის პარტნიორები განვსაზღვრავთ შემდგომში როგორ უნდა ვმართოთ ეს ქსელი და მიღებული მონაცემები.

საავტორო უფლებები გვაქვს.

ახლა რა ვქნათ, ენკას და მისი დაქირავებული ლოკალური ემისრების დანაშაულებრივ პროექტებს ვაჩუქოთ ჩვენი ნაშრომი და ხონჩაზე მივართვათ უკვე დამუშავებული მასალა გეოფიზიკის ინსტიტუტს კორპუსებზე ფული რომ აკეთოს და ჯიბეში ჩაიდოს?

ჩვენც გვაქვს კომერციული შემოსავლები და ინსტიტუტს ვახმართ!

შპს-ზე არ ვაფორმეთ კონტრაქტებს და ინსტიტუტის ფული სახლში არ მოგვაქვს.

ვირეშმაკები ესენი.

კარგად მახსოვს 2002 წელს, გეოფიზიკის ინსტიტუტში 6 000 ლარად გაკეთებული უხარისხო ერთი “ტუალეტი”.

კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას!

ძლივს დავაღწიეთ თავი იმ ჭაობს“, – წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

Share