Home » მსოფლიო » The Washington Post: შესაძლოა, რუსული ვაქცინა Sputnik V „გლობალური წარმატების ისტორია“ გახდეს

The Washington Post: შესაძლოა, რუსული ვაქცინა Sputnik V „გლობალური წარმატების ისტორია“ გახდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ შანსს იძენს გახდეს “გლობალური წარმატების ისტორია”, – წერს “ვაშინგტონ პოსტი”.

„ვაქცინამ მხარდაჭერა მოიპოვა გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ბრიტანულმა სამეცნიერო ცნობილმა ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა რეცენზირებული სტატია, სადაც აღიარებულია, რომ ვაქცინა ეფექტურია 91,6%–ით პირველი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ და 91,8%-ით 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რაც აყენებს მას Pfizer-BioNTech და Moderna ვაქცინების გვერდით”, – წერს გაზეთი.

გაზეთმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასცინა ამ რუსულ პრეპარატს, რომელსაც იმ დროისთვის არ ჰქონდა გავლილი ტესტირების ყველა ტრადიციული ეტაპი და ირწმუნებოდა, რომ მისი გამოყენება აშშ-ში სრულიად შეუძლებელი იყო. მას შემდეგ, გაზეთში წერია, რომ ვაქცინა დამტკიცებულია ათზე მეტ ქვეყანაში გამოსაყენებლად.

Sputnik V ვაქცინა მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე მისი დასავლელი კონკურენტები და არ საჭიროებს შენახვის ტემპერატურას, როგორც, მაგალითად, Pfizer, აღნიშნავს გაზეთი. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ზრდას იმ ქვეყნების რაოდენობისა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რუსული ვაქცინა.

წყარო: ipress.ge

Share