Home » ეკონომიკა » თბილისში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
თბილისში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

თბილისში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 242 საწარმო, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბიო-პლასტი“ შეემატება.

 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასებში მიაწოდოს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „ბიო-პლასტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საცალო და საბითუმო, ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 17 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

„შპს „ბიო-პლასტი“ თბილისში, ლილო ორახელაშვილის ქ. #5-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
Share