Home » საზოგადოება » თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გაიტანენ

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გაიტანენ

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გაიტანენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი საპილოტედ მხოლოდ ცენტრალურ უბნებში განხორციელდა და საკმაოდ წარმატებითაც.

“გვინდა, ამ პროექტის განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყოთ. “თბილსერვის ჯგუფი“ უკვე მთლიანად მომზადებულია,ავტომობილები ყველანაირად გადაწყობილია ახალი სისტემისთვის“.

არის ისეთი ქუჩები, რომლებიც დღის განმავლობაში საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. შესაბამისად, აქაც ისეთი დროებია შერჩეული, რომ პიკის საათებს არ დაემთხვას. ასეთი ქუჩებიდან ნარჩენებს 10:30 საათიდან 05:00 საათიან პერიოდში გაიტანენ”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 100 ერთეული სპეცტექნიკაა ამისთვის მობილიზებული.

Share