Home » ახალი ამბები » თბილისში „მწვანე ალმასის“ მშენებარე საცხოველებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს

თბილისში „მწვანე ალმასის“ მშენებარე საცხოველებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს

თბილისში მშენებარე საცხოველებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს.

ვიდეო თავდაპირველად გავრცელდა ცხოველების უფელაბდამცველთა ღია ჯგუფში, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“. ვიდეოში ჩანს, რომ მუშები მშენებლობის საძირკველში ცხოველს ჯერ კლავენ, შემდეგ კი სამშენებლო ტერიტორიის მიღმა გააქვთ.

ფოტო: ზურა მუჯირის ვიდეოდან

საუბარია საცხოვრებელი კომპლესის „მწვანე ალმასის“ მშენებლობაზე.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და არანაირი შემხებლობა მომხდართან არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია დაიწყებს შიდამოკვლევას.

Share