Home » ეკონომიკა » თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება
თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება.  ახალ საფეიქრო საწარმოს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის.

კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და, პირველ ეტაპზე, 24 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. წარმოების გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა – 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს.

Share