Home » ბიზნესი » თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟი იგეგმება
თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟი იგეგმება

თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟი იგეგმება

თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა, რაც სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, პრობლემას შექმნიდა.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, უკვე შედგენილია პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა და ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები.

„მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი: რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, “ლაგუნა ვერეს” მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია “ფრეგოს” ავტოგასამართი სადგური, რომელიც ფაქტობრივად, კლდეშია აშენებული. ამ ობიექტებზე ავტომობილების შესვლა-გამოსვლა ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

ასევე პრობლემურია და მოძრაობას აფერხებს იუსტიციის სახლის მახლობლად, ე.წ. მხატვრების გამოფენასთან მდებარე “ვისოლის” ავტოგასამართი სადგური; კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ხეივანშიც არის რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც ასევე ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის“, – აღნიშნა მუმლაძემ.

Share