Home » საზოგადოება » თბილისში 507 კგ. ვადაგასული და 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

თბილისში 507 კგ. ვადაგასული და 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:

• ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი

• შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი

• შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

• შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.

ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

Share