Home » საზოგადოება » თბილისში 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი და ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ
თბილისში 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი და ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

თბილისში 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი და ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

მალე თბილისში 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი და ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ.

ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

“ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროექტები, მათ შორის არის თბილისის ავტობუსები. 7 მილიონიანი გრანტი იქნა გამოყოფილი ევროკავშირის მხირდან თბილისში აღნიშნული ავტობუსების დასაფინანსებლად. დღეს, ჩვენ ვხედავთ ქალაქში ამ ავტობუსებს, ამ ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება. საბოლოო ჯამში მხოლოდ აღნიშნული ავტობუსები 143 ერთეულს შეადგენს” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Share