Home » საზოგადოება » თბილისში, 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან
თბილისში, 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისში, 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მასშტაბით გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებსა და ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ გაჩერება

მიკროავტობუსები და სამარშრუტო ტაქსების ახალი რეგულაციების შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თხოვნით მიმართა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურებს, გააფართოონ მოსაცდელები, რათა კონკრეტულ ადგილებში საცობი არ შეიქმნას.

“უკვე დამუშავებულია კონკრეტული გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად. გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს და ყვითელ სამარშუტო ტაქსებს მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ გაჩერება. ჩვენ თავიდან ავიცილებთ დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე ჩერდება მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ამასთან, როდესაც ტრანსპორტი ყველგან ჩერდება, იქმნება საცობი. შესაბამისად, ეს უნდა შეიცვალოს. განვახორციელებთ საპილოტე პროექტს და მინდა ვთხოვო ტრანსპორტის სამსახურს და კეთილმოწყობას, ამ კონკრეტულ ქუჩებზე განახორციელოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იმისთვის რომ გავაფართოვოთ მოსაცდელები, რათა იმ კონკრეტულ ადგილებზე საცობები არ შევქმნათ მიზანმიმართულად. ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი და ასევე საჭიროა ინფორმირება როგორც საზოგადოების, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის მფლობელი კომპანიისა და მძღოლების, რომ რაიმე დისკომფორტი არ გამოიწვიოს არც მძღოლებში და არც მოსახლეობაში”,- აღნიშნა მერმა.

1tv.ge

Share