Home » ახალი ამბები » თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია თბილისის ზედა ზონაში, კერძოდ ტაბახმელას და  წავკისის მიმართულებით,   წყალსადენის ახალ სისტემას მოაწყობს, რაც აღნიშნული დასახლების წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

ამ მიზნის მისაღწევად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 9 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას წყალსადენის 7კმ  მაგისტრალური ქსელი ისეთ ტერიტორიაზე გაყავს, სადაც აქამდე  წყალმომარაგების სისტემა არ ასრებობდა, შესაბამისად კომპანიას აბონენტებიც არ ჰყავდა. მასშტაბური პროექტი 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს,  რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.

 

Share