Home » ფინანსები » თბილისის მეტროში მოძველებული სადენებისა და ვენტილაციის სისტემის განახლებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა

თბილისის მეტროში მოძველებული სადენებისა და ვენტილაციის სისტემის განახლებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 15 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში 500 კმ სიგრძის მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა განახლდა. ADB-ის ცნობით, მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს და ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს.

ADB-ის პროექტის შედეგად თბილისის მეტროში ყოველდღიურად 500,000 მგზავრი ახლა უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდება. თბილისის მეტრო, საქართველოს დედაქალაქის ტრანსპორტის სისტემის ხერხემალია. მისი მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა გამოცვლას საჭიროებდა.

მთავრობის ურბანული განახლების სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობის მიმართვის საფუძველზე აზიის განვითარების ბანკმა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა თბილისის მეტროს რეაბილიტაციის 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი.

1950-იანი წლებიდან, ანუ დაარსებიდან პირველად, 23 მეტროსადგურისგან შემდგარ ქსელში გამოიცვალა 500 კმ სიგრძის ძალოვანი სადენი და ვენტილაციის სისტემა. მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ყოველდღიურ მგზავრობას უფრო უსაფრთხოს ხდის.

უკეთესი ინფრასტრუქტურითა და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფით, ADB საქართველოს ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.

Share