Home » საზოგადოება » თბილისის მაცხოვრებლებს დღეიდან, განახლებული მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი“ მოემსახურება
თბილისის მაცხოვრებლებს დღეიდან, განახლებული მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი“ მოემსახურება

თბილისის მაცხოვრებლებს დღეიდან, განახლებული მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი“ მოემსახურება

თბილისის მაცხოვრებლებს დღეიდან, განახლებული მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი“ მოემსახურება. გარემონტებული მეტროსადგური დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, იმისთვის, რომ მეტროსადგური უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და კომფორტული იყოს, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა.

“ხედავთ, რომ სადგური მოწესრიგდა და გალამაზდა, უფრო თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთანაა მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რომლის დაცვაც აუცილებელია, დაცულია. ახალი მანიშნებელებიც გაკეთდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია სხვა მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დაასრულებს.

განახლებული მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი’’ დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმაც დაათვალიერეს. მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მხარდაჭერით სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.

Share