Home » საზოგადოება » „თბილისის განვითარების ფონდს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„თბილისის განვითარების ფონდს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„თბილისის განვითარების ფონდს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინ იქნება დიდუბის ახალი გამგებელი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. „თბილისის განვითარების ფონდში“ გვყავს ახალი ხელმძღვანელი. სანდრო ტოგონიძე, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობდა ფონდს, გადადის კერძო სექტორში. ზოგადად, კერძო სექტორი კონკურენციას გვიწევს და კადრების გადინება ხდება.

მინდა სანდროს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. ამ თანანმდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურა, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა“,- აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერია ელექტრონულ მუსიკაში და საკლუბო კულტურაში დასაქმებულების დასახმარებლად 2 მლნ ლარს გამოყოფს

Share