Home » ახალი ამბები » თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებითი შეზღუდვაა – “საქართველოს რკინიგზა”

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებითი შეზღუდვაა – “საქართველოს რკინიგზა”

“საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

Share