Home » ბიზნესი » თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

„პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day – მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ.

დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს), 15 ივნისის 18:00 საათმდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb.

შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელის – AXEL ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და „თიბისი ბიზნესი“, – აცხადებენ მერიაში.

Share