Home » საზოგადოება » თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი – სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი – სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს

სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს – თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, – ეს განმარტება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად გააკეთა.

საკომიტეტო მოსმენისას ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის, ჯართან მიმართებით პოპულარიზაცია ნაკლებია. მისივე თქმით, ასეთი ტენდენცია არის მსოფლიოს მასშტაბით.

“თუმცა 2020 წელი იყო პირველი წელი, როცა გადინება გაჩერდა“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

Share