Home » საზოგადოება » თავდაცვის ძალების ავტოპარკი 300 ერთეული სპეცტექნიკით განახლდა

თავდაცვის ძალების ავტოპარკი 300 ერთეული სპეცტექნიკით განახლდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.

„ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავგამმართველიIVECO-ს ტიპის სატვირთო ავტომობილი და MAN-ის ტიპის მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები შევისყიდეთ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი სპეც-ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

„ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

Share