Home » ფინანსები » თამაზ დაუშვილი – ლარიზაციის პროგრამამ ვერ გაამართლა, აუცილებელია სესხების დოლარში გაცემა

თამაზ დაუშვილი – ლარიზაციის პროგრამამ ვერ გაამართლა, აუცილებელია სესხების დოლარში გაცემა

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს და  ამისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ლარიზაციის პროგრამის გაუქმებას ასახელებს.

მისი ინფორმაციით, ლარის დასასტაბილურებლად, აუცილებელია მოიხსნას შეზღუდვები დოლარში გაცემულ სესხებზე.

„დოლარში რაც შეიძლება მეტი სესხი უნდა გაიცეს, ძალიან ბევრი დეპოზიტია დოლარში  და ეს უნდა გავიდეს  ეკონომიკაში. ბანკები იღებენ ძალიან ბევრ დეპოზიტს დოლარში, ვერ გასცემენ სესხს და უწევთ ამის დარეზერვება. ეს  ბანკებისთვის პრობლემაა,“ – აცხადებს დაუშვილი.

მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის პროგრამამ ვერ გაამართლა. დაუშვილის განცხადებით, უნდა იყოს თავისუფალი ბაზარი, ადამიანმა უნდა აიღოს სესხი რა ვალუტაშიც უნდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში შემოვა დოლარი და ნაკლებ ტვირთად დააწვება ლარს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა  2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ.

მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

business-partner.ge

Share