Home » საზოგადოება » თამარ გაბუნია – „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად

თამარ გაბუნია – „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად

„ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

Share