Home » მსოფლიო » თაღლითური სქემა – უგანდაში ყალბი ვაქცინით მინიმუმ 800 ადამიანი აიცრა

თაღლითური სქემა – უგანდაში ყალბი ვაქცინით მინიმუმ 800 ადამიანი აიცრა

უგანდაში მინიმუმ 800 ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინა, რომელიც თაღლითთა ჯგუფის მიერ იქნა გაყიდული. უგანდის ხელისუფლების განცხადებით, “ვაქცინა” “უფრო მეტი წყლისგან შედგებოდა, ვიდრე სხვა რამსგან”.

როგორც RT.COM წერს, თაღლითები ივნისის ბოლოს გამოააშკარავეს. ჯგუფი მოქმედებდა ქვეყნის დედაქალაქ კამპალაში და მასში შედიოდა მინიმუმ ორი ექთანი და ერთი კაცი, რომელიც ექიმის სტატუსით იყო ჯგუფში. ექთნები დააკავეს, “ექიმი” კი გაიქცა.

“ექიმმა” რამდენიმე კომპანია დაარწმუნა, რომ თავიანთი თანამშრომლები “აცრილიყვნენ”. თითო “აცრაზე” ისინი 28-დან 56 დოლარამდე იღებდნენ.

ჩამორთმეული ფლაკონები ჰგავდა AstraZeneca-ს ვაქცინებას, რომელიც “დამზადებულია ინდოეთში”. უგანდის ხელისუფლებამ ინდოეთში გაგზავნა რამდენიმე ფლაკონი შემოწმების მიზნით, სადაც დაუდასტურეს რომ ისინი არასოდეს აწარმოებდნენ მათ.

პანდემიის დაწყების დღიდან, უგანდამ დაარეგისტრირა კორონავირუსის დაახლოებით 90 000 შემთხვევა, თუმცა ტესტირების ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ რეალური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად უარესი იყოს.

ვაქცინაციის პროცესი უგანდაში უკიდურესად ნელა მიმდინარეობდა, რასაც ხელს უშლიდა ვაქცინების გაზიარების COVAX პროგრამიდან დოზების არასაკმარისი მიწოდება, რომელიც შექმნილია ღარიბი ქვეყნებისათვის.

სანდრო პირველი

Share