Home » მსოფლიო » „ტესლამ“ Model 3-ზე 24 საათში 115 ათასი შეკვეთა მიიღო
„ტესლამ“ Model 3-ზე 24 საათში 115 ათასი შეკვეთა მიიღო

„ტესლამ“ Model 3-ზე 24 საათში 115 ათასი შეკვეთა მიიღო

ელექტრომობილების წარმოებით სახელგანთქმულმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla კალიფორნიაში სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე Model 3-ის პრემიერა გამართა.
კომპანიის სამოდელო გამაში ახალი, მესამე მოდელის გამოჩენა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და უკვე ირკვევა, რომ შეკვეთების დაწყებიდან ზუსტად 24 საათში კომპანიამ უკვე მიიღო 115 ათასი შეკვეთა.

სიახლე სამოდელო გამაში ყველაზე იაფია, მისი სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო მყიდველისთვის ავტომობილის მიწოდება მომავალი წლის იანვრიდან იგეგმება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ ავტომობილს ერთჯერადად სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 400 კმ-ის გავლა შეეძლება. ყველა ”სამიანი” აღჭურვილი იქნება თავისუფალი წვდომით Tesla’s Superchargers-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 3600 ლოკაციაზეა და კომპანია ამ ციფრის გაზრდას 2017 წლისთვის 7000-მდე გეგმავს. Model 3-ზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინში კომპანია ასევე გეგმავს ყოველწლიურად 500 000 ელემენტის წარმოებას საკუთარ Gigafactory-ში.

ავტომობილი გაგრეგნულად კომპანიის საიმიჯო დიზაინის შტრიხების მატარებელია, ხოლო ინტერიერში ისიც Model S-ის მსგავსად აღჭურვილია დიდი ციფრული ”სამუშაო დაფით”. ამასთან, კომპანიის თავკაცის ილონ მასკის განცხადებით, Model 3 უსაფრთხოების კუთხით ყველა კატეგორიაში მიიღებს ხუთ ვარსკვლავს.

The Model 3 კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა BMW 3 Series, Mercedes-Benz C-Class და Audi A4.

 

წყარო: Bpn.ge

Share