Home » მსოფლიო » Tesla-ს უპილოტო ავტომობილის ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილის ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

“როიტერსის” ინფორმაციით, შაბათს, ჩრდილოეთ ჰიუსტონში, Tesla-ს უპილოტო ავტომანქანა ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილებიდან ერთი ადამიანი მსხვერპლი 1962 წელსაა დაბადებული, ხოლო მეორე 1951 წელს.

”მძღოლის ადგილას არავინ იყო”, – განაცხადა ჰარისის საგუშაგო უბნის სერჟანტმა სინთია უმანზორმა.

2019 წლის მოდელი – Tesla Model S, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მოსახვევში შესვლისას გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აალდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მანქანაში 2 ადამიანი იპოვეს. ერთი მათგანი წინა მგზავრის სავარძელზე იყო, ხოლო მეორე ავტომობილის უკანა სავარძელზე, ნათქვამია მოხსენებაში.

კომპანია ტესლამ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

აშშ-ს ავტო უსაფრთხოების სააგენტოში მარტში განაცხადეს, რომ მან 27 გამოძიება გაიხსნა ტესლას სატრანსპორტო საშუალებების ავარიის ფაქტზებზე, რომელთაგანაც სულ ცოტა სამი შემთხვევა სულ ახალახანს დაფიქსირდა.

სანდრო პირველი

Share