Home » მსოფლიო » Tesla-ს ქარხანამ ჩინეთში გაყიდვების რეკორდი მოხსნა

Tesla-ს ქარხანამ ჩინეთში გაყიდვების რეკორდი მოხსნა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ რეკორდული გაყიდვების შესახებ განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნული რეკორდული გაყიდვები ჩინეთში წარმოებას ეხება. მაგალითად, დეკემბერში კომპანიამ მიაღწია გაყიდვების ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებელს 2019 წლის შემდეგ, როდესაც წარმოება დაიწყო შანხაიში.

“ტესლამ” დეკემბერში 70 846 ელექტრო მანქანა გაყიდა.

ამრიგად, Tesla-ს დეკემბრის გაყიდვები, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით 34%-ით გაიზარდა.

გიორგი არაბული

Share